22:15 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 12:42:19, 618 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო

„სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას.

ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლებას იმის დამადასტურებელი ფაქტი აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა ნამდვილად მზადდება, აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის პოლიტიკური სპეკულიანტი, ის უნდა საუბრობდეს ფაქტებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ რაიმე ფაქტი აქვთ მათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე რამეს გეგმავს არეულობის სახით ქვეყანაში, მოვითხოვთ გამოქვეყნონ ეს ფაქტები. ბოლო ერთი წელია გვესმის ეს ფაქტები უმრავლესობის მხრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრების მხრიდან, მაგრამ ამას არანაირი ფაქტით გამყარება არ მოჰყოლია. სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics