|
2022-06-27 13:59:17, 1217 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი დეფოლტზე - ობლიგაციების გადახდა დაბლოკილია დასავლეთის სანქციებით, ეს ჩვენი პრობლემა არ არის
ობლიგაციების გადახდა დაბლოკილია დასავლეთის სანქციებით, ეს ჩვენი პრობლემა არ არის,- ასე ეხმაურება კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რუსეთის დეფოლტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. მისივე თქმით, რუსეთმა მაისში გადაიხადა ობლიგაციების საფასური, მაგრამ ისინი Euroclear-მა დაბლოკა. "ობლიგაციების გადახდა დაბლოკილია დასავლეთის სანქციებით, ეს ჩვენი პრობლემა არ არის, რუსეთმა მაისში გადაიხადა ობლიგაციები მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი Euroclear-მა დაბლოკა დასავლეთის სანქციების გამო რუსეთზე ჩვენი პრობლემა არ არის",- განაცხადა პესკოვმა. 1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იტყობინება . გაზეთის ცნობით, რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება იყო დასავლური სანქციების კულმინაცია, რომლებმაც შეწყვიტეს გადახდების გზები უცხოელი კრედიტორებისთვის. მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ევრობონდები პრობლემურ დონეზე ვაჭრობს, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ უკრაინაში შეიჭრა . დაიწყო უკრაინის ქალაქების დაბომბვა. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა მასობრივად იღუპება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, S&P-მა შეამცირა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი BB+-დან CCC-მდე. 2022 წლის 8 მარტს S&P- მა შეამცირა 52 რუსული კომპანიის საკრედიტო რეიტინგი . რუსეთმა დაასრულა საგარეო ვალი, ობლიგაციების მფლობელებს დოლარის ნაცვლად რუბლით გადახდა შესთავაზა. 2022 წლის 23 აპრილს გამოცხადდა რუსეთის სრული დეფოლტის პირობები . თუ ემისიის პროსპექტები არ ითვალისწინებს რუბლის გადახდას და უცხოური ვალუტის გადახდები არ მიიღება კრედიტორების ანგარიშებზე საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე ერთი თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს რუსეთის დეფოლტს.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)