11:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 12:02:28, 2436 ნახვა

მსოფლიო
თოყაევი - ყაზახეთი ლუგანსკისა და დონეცკის კვაზისახელმწიფოებს არ ცნობს

ჩვენ არ ვცნობთ არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს,- ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

თოყაევის თქმით, ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოების მიმართ, რომელსაც, ლუგანსკი და დონეცკი წარმოადგენს.

„ზოგი ამბობს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა წმინდა ცნებაა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანს, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოს ნაწილია, საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს და ერს თავისი სურვილით შეუძლია მისგან გამოყოფა. ითვლება, რომ თუ ერის უფლება თვითგამორკვევაზე მთელ მსოფლიოში აღსრულდება, დედამიწაზე ნაცვლად 193 სახელმწიფოსა 500-ზე მეტი სახელმწიფო შეიქმნება, რაც ქაოსს გამოიწვევს. ამის გამო, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოების მიმართ, რომელსაც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი წარმოადგენს", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics