11:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 10:42:09, 2363 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - გერმანული იარაღი უკრაინაში დროულად ჩავა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი, რომელსაც უკრაინა ითხოვდა რუსეთის ძალებთან ბრძოლისთვის, დროულად მიეწოდება. ამის შესახებ კანცლერმა გერმანულ სააგენტო dpa-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მოვა თუ არა მძიმე შეიარაღება დროულად დონბასში ცვლილებების შეტანის მიზნით, შოლცმა უპასუხა: „ეს დროზე მოვა“.

„თქვენ იცით, რომ უკვე არის მომხმარებელთა გრძელი სია, რომლებიც ელოდებიან მათ მიღებას ორ და სამ წელიწადში,” - თქვა მან, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდების პროტოკოლი უნდა შეიცვალოს, რათა უკრაინამ უფრო სწრაფად მიიღოს იარაღი.

ამასთან, შოლცმა განმარტა, რომ მძიმე იარაღის მიწოდება უკრაინისთვის განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაბამის სამხედრო წვრთნებს გაივლიან, წვრთნის გარეშე ამ იარაღს "ვერ გამოიყენებენ".

„ჩვენ მივცემთ ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე გადავწყვიტეთ დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ მიგვეწოდება რამდენიმე სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“,- დასძინა კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16 ივნისს კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics