|
2022-06-16 19:05:58, 1324 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ვმუშაობთ, საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე
ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ბუქარესტის სამიტის შემდეგ არ შეცვლილა. "შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ის მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. პარტნიორებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველო მათ შორისაა, რადგან საქართველომ მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები 2008 წელს უკვე განიცადა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება"-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ბურჭულაძემ ოთხშაბათს პირველად მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში ნატო-ს რამშტეინის ფორმატის შეხვედრაში, სადაც განიხილეს სტრატეგიები და ინიციატივები, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული შეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში.საქართველო შეუერთდა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მოწვევით, ბურჭულაძე ასევე აპირებს შეხვედრებს თავის უცხოელ კოლეგებთან ბრიუსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)