|
2022-06-16 16:19:01, 2256 ნახვა
კომენტარი
გივი მიქანაძე - ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან დიდი ოდენობის თანხები ერიცხებოდეს ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა
„ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს, ერიცხებოდეს საქართველოში ადამიანს, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებული?- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტია და ცნობილია, სად მიიღო განათლება და იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები. „ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს, ერიცხებოდეს ადამიანს საქართველოში, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებული? წლების მანილზე, არა ერთხელ გვითქვამს, რომ ელენე ხოშტარია არის დაკავშირებული რუსეთის შესაბამის წრეებთან. ამის თაობაზე ყოველთვის იყო მისი მხრიდან მცდელობა, რომ ეს რაღაცნაირად თავიდან აეცილებინა, თითქოს ჩვენ ცილს ვწამებდით. ეს ადამიანი არის რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი, ვიცით, სად მიიღო მან განათლება და იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები. კიდევ აქეთ მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს. არანაირ ეთიკურ და მორალურ ნორმებში არ ჯდება“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)