10:26 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 17:46:59, 1258 ნახვა

მსოფლიო
მოკლულია თავის არეში გასროლით - ბუჩას მახლობლად კიდევ შვიდი სამოქალაქო პირის ცხედარი იპოვეს

კიევის რეგიონის ბუჩას მახლობლად სოფელ მიროცკოეში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის რაიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.

ნებიტოვის ცნობით, რუსეთის ჯარისკაცების პოზიციებზე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მისივე თქმით, მსხვერპლთაგან ბევრს ხელები შეკრული, მუხლები კი დახვრეტილი ჰქონდა.ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავში სროლით მოკლეს.

ექსპერტები გარდაცვლილის იდენტიფიცირებას ცდილობენ.

„ეს არის რუსული არმიის კიდევ ერთი სადისტური დანაშაული კიევის რეგიონში! ყოველ წართმეულ სიცოცხლეზე, უკრაინელების ტკივილისა და ტანჯვისთვის, ჩვენი ქალაქებისა და დაბების განადგურებისთვის დამპყრობლებმა პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა  ანდრეი ნებიტოვმა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics