|
2022-06-13 11:03:58, 991 ნახვა
მსოფლიო
კანადის საგარეო - ჩვენი არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, რომელსაც რუსეთი მასპინძლობს
„მიუღებელი“ იყო კანადელი ოფიციალური პირის დასწრება რუსეთის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ. გაზეთ Globe and Mail-ის ინფორმაციით კანადის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსის მოადგილე იასემინ ჰაინბეკერი დაესწრო რუსეთის დღის აღნიშვნის ღონისძიებას ეგვიპტის, პაკისტანისა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად „არც ერთი კანადის წარმომადგენელი არ უნდა დასწრებოდა ღონისძიებას, რომელსაც მასპინძლობდა რუსეთის საელჩო და არც ერთი კანადის წარმომადგენელი არ დაესწრება ამ სახის ღონისძიებას მომავალში“, - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ Twitter-ის პოსტში. ჯოლიმ ასევე გაიმეორა კანადის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, რომელსაც მოსკოვი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო 24 თებერვალს, კანადამ სანქციები დააწესა 1000-ზე მეტ პიროვნებასა და კომპანიაზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან, უკრაინასთან და ბელორუსთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)