|
2022-06-11 12:00:12, 2110 ნახვა
მსოფლიო
მარიუპოლის მერი - ქალაქის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან ცხედარები სახლში ან ქუჩაში 10 დღის განმავლობაში შეინახონ
სანამ დაკრძალვის ნებართვას ელოდებიან, მარიუპოლის მცხოვრებლები ნათესავების ცხედრებს სახლში ან ქუჩაში ინახავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს. ანდრიუშჩენკოს თქმით, ნათესავების დაკრძალვის ნებართვის მისაღებად საჭირო ვადა 10 დღეა, შესაბამისად ქალაქის მცხოვრებლებს ცხედრების შენახვა იმპროვიზებულ მორგებში უწევთ, შესაბამისად ეზოებში თვითგათხრილი საფლავის რიცხვი იზრდება. „ნათესავების დაკრძალვის ნებართვის მისაღებად რიგი 10 დღემდეა. ზაფხულში. ამ დროს მარიუპოლის მცხოვრებლებმა ცხედარი უნდა შეინახონ სახლში ან ქუჩაში იმპროვიზებულ მორგებში“,-განაცხადა ანდრიუშჩენკომ გარდა ამისა, როგორც მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანი რჩება. ქოლერამ, დიზენტერიამ და სხვა დაავადებებმა შეიძლება მარიუპოლის დაახლოებით 10 ათასი მაცხოვრებლის სიკვდილი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ მანამდე 20 მაისს ბოიჩენკომ განაცხადა, რომ დამპყრობლები ცდილობდნენ ქალაქში წყალმომარაგების აღდგენას, თუმცა კომპეტენციის ნაკლებობის ამან მილების მასიური აფეთქება და დატბორვა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)