|
2022-06-11 10:21:26, 1604 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა
რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გაეროს ტურისტული ორგანიზაციიდან რუსეთის გასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. „რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ფედერალური კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, მიიღოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება„, ნათქვამია დოკუმენტში. „რუსეთი რჩება საერთაშორისო ტურისტულ არენაზე. ჩვენ ღია ვართ ყველა ქვეყანასთან დიალოგისთვის და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. შიდა ტურიზმთან ერთად ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო ტურიზმის აქტიურ განვითარებას. რა თქმა უნდა ველოდებით სტუმრებს უცხო ქვეყნებიდან“,- წერს Telegram არხზე როსტურიზმის ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვა შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ UNWTO „დე ფაქტო მონოპოლიზებულია ევროკავშირის ქვეყნების მიერ, რომლებიც მას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ“. ამასთან გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში ქვეყნის მონაწილეობის შეჩერება დამღუპველ პრეცედენტს შექმნის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)