12:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 13:08:49, 2291 ნახვა

ომი უკრაინაში
​ ზელენსკი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ძლიერ გაერთიანების მომავალს

ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ძლიერი გაერთიანების მომავალს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან განიხილა.

„მე ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას. რა თქმა უნდა, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის შესახებ. ეს არის სავალდებულო თემა ჩემი ყოველი მოხსენებისთვის. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც სწრაფად მოქმედებენ და არ აყოვნებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ანჟეისთან უკრაინის კანდიდატის სტატუსი, ეს არის საკვანძო პოლიტიკური საკითხი ამჟამად. უახლოეს კვირებში ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ჩვენი კანდიდატურის განაცხადის შესახებ. მე მჯერა, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპული პროექტის შესახებ. იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი, როგორც მართლაც ძლიერ ასოციაციას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენკსიმ ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს.

„მე ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, შესაძლებლობებისა და ამჟამინდელი საფრთხეების შესახებ, უპირველეს ყოვლისა, დონბასსა და უკრაინის სამხრეთ რეგიონებში. მადლობელი ვარ პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის, რომ სრულად გაიგო ჩვენი საჭიროებები და მზადყოფნა მიაწოდოს უკრაინას ზუსტად ის იარაღი, რომელიც ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად გვჭირდება”, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics