|
2022-06-07 10:19:20, 1296 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტის გაორმაგებას აპირებს
ინდოეთი აპირებს გააორმაგოს რუსული ნავთობის იმპორტი და ისარგებლოს კომპანიის Rosneft-ის მიერ შემოთავაზებული მნიშვნელოვანი ფასდაკლებით რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გამო. ამის შესახებ ამერიკული სააგენტო Bloomberg ინდოეთის სახელმწიფო კომპანიების გეგმებზე გაცნობილ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ახლა განიხილება ნავთობის გადაზიდვის, ასევე ტრანსპორტირებისა და დაზღვევის საკითხები. „სახელმწიფო გადამამუშავებელი მწარმოებლები (ინდოეთის - რედ.) ერთად მუშაობენ მოლაპარაკებების დასასრულებლად და ახალი ნახევარწლიური კონტრაქტების დასადებად ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებისთვის“, - მოჰყავს გამოცემა წყაროებიდან. ინდოეთი რუსული ნავთობით ადრეც იჩენდა ინტერესს, ხოლო აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესეს რუსეთის ფედერაციიდან ნახშირწყალბადების იმპორტზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. მოგეხსენებათ, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაგზავნა წერილი იტალიურ ნავთობკომპანია Eni SpA-სა და ესპანურ Repsol SA-ს ვენესუელიდან ნავთობის შესყიდვის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ . ამან უნდა აანაზღაუროს რუსეთიდან იმპორტის შეწყვეტა და გარკვეულწილად შეამციროს დეფიციტი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)