|
2022-06-06 11:02:54, 2213 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში ეკლესიაზე თავდასხმას 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შეიარაღებული პირები საკვირაო წირვის დროს ნიგერიის ქალაქ ოვოს წმინდა ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიაში შევიდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა მრევლს ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ მღვდელი და ეკლესიის სხვა დამსწრეები გაიტაცეს. დაღუპულთა ან გატაცებულთა რიცხვი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა წინასწარი ინფრომაციით დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Reuters, თქვა, რომ „რამდენიმე მომლოცველი გარდაცვლილი მოიყვანეს". ამასთან, ეკლესიისა და საავადმყოფოს მონახულების შემდეგ, შტატის დეპუტატმა ოგუნმოლასუი ოლუვოლემ Associated Press-ს განუცხადა, რომ დაღუპულებს შორის იყვნენ ბავშვებიც. ამასთან ონდოს შტატის გუბერნატორმა როტიმი აკერედოლუმ აღნიშნულ შემთხვევას უდანაშაულო ადამიანებზე „ბოროტი და სატანური თავდასხმა" უწოდა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ნიგერიის მეთოდისტური ეკლესიის წინამძღვარი ორ სხვა სასულიერო პირთან ერთად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაიტაცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)