|
2022-06-06 10:45:08, 1361 ნახვა
მსოფლიო
რუსული თვითმფრინავებისათვის ჩაკეტილი საჰაერო სივრცის გამო, ლავროვის ვიზიტი სერბეთში გაუქმდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში გაუქმდა, რადგან ბულგარეთმა, მაკედონიამ და მონტენეგრიმ რუსული თვითმფრინავისათვის საჰაერო სივრცის გახსნაზე უარი განაცხადა. ლავროვს 6-7 ივნისს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებები უნდა გაემართა. "ჩვენს დიპლომატიას ჯერ არ აქვს დაუფლებული ტელეპორტაციის უნარი,"- განაცხადა ლავროვის ფრენის აკრძალვის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ სერბეთი რუსეთთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. სერბეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ფართო სანქციებს. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ თვითმფრინავებზე სრული აკრძალვა დააწესეს - მათ შორის ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებზე - 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)