|
2022-06-02 13:46:53, 965 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეღავათების გადახდას წყვეტს
პოლონეთის მთავრობა გეგმავს, რომ პირველი ივლისიდან უკრაინელ ლტოლვილებზე დახმარების გაცემა შეწყვიტოს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ და მთავრობის წარმომადგენელმა ლტოლვილთა საკითხებში, პაველ ბოსერნაკერმა განაცხადა. დახმარებას დღეში 40 ზლოტს შეადგენდა (დაახლოებით 30 ლარი) და უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების საკვებისა და საცხოვრებელი ადგილისთვის იყო განსაზღვრული. ”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლონეთში ბევრ ადამიანს შეუძლია გახდეს დამოუკიდებელი და ადაპტირებული”, - თქვა პოლონეთის მინისტრმა. მისივე თქმით, გამონაკლისები იქნება ზოგიერთი კატეგორია, მაგალითად, შშმ პირები, ორსული ქალები ან მრავალშვილიანი ოჯახების. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობამ სპეციალური აქტით უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარების შესახებ თავდაპირველად გარანტირებული შეღავათები პირველი 60 დღის განმავლობაში მიღო, თუმცა ერთი თვის წინ ვადა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)