|
2022-06-01 13:56:15, 1908 ნახვა
სამხედრო
გენერალი, რომელსაც სირიელი ყასაბი შეარქვეს და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტს ხელმძღვანელობს, დღეებია არ ჩანს
გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, რომელსაც აპრილში უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ მეთაურობა დაევალა, ორი კვირაა ფრონტზე არ გამოჩენილა, წერს The New York Times. გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს სამხედროების გაყვანაზე მიუთითებს. გენერალი არც მოსკოვში ჩანს და მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. პროექტი "სხემა" შეეცადა დაედგინა გენერლის ადგილსამყოფელის დადგენას, თუმცა უშედეგოდ. გამოცემა წერს, მიზანი რის გამოც გენერალი დაინიშნა ე.წ სპეციალური ოპერაციის მეთაურის პოსტზე, თავდაცვის სამინისტროს გეგმის ჩავარდნის გამო მოხდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ რუსეთის ჯარმა დასახული მიზნების მიუღწევლად დატოვა სამი მნიშვნელოვანი რეგიონი ჩრდილოეთ უკრაინაში: კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები და დაიძრა აღმოსავლეთისკენ. კრემლი მიიჩნევდა რომ "სირიელი ყასაბის" აღმოსავლეთის ფრონტის ვითარებას გააუმჯობესებდა. დვორნიკოვის დანიშვნა, რომელიც 2015-2016 წლებში მეთაურობდა რუსული ჯარების დაჯგუფებას სირიაში, განიხილებოდა, როგორც ომში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარუმატებლობის აღიარება. დვორნიკოვს სამხედრო ნაწილებს შორის სუსტი კოორდინაციის დამყარება მოუწია. 61 წლის არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სამხედრო მეთაურად მიიჩნევა: მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომში; ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარებს სირიაში და ბოლო დრომდე იყო რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური. ალექსანდრ დვორნიკოვმა სწორედ სირიაში „გაითქვა სახელი“, სადაც მას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი სისასტიკისათვის „სირიელი ყასაბი“ შეარქვეს. რუსი გენერალი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები არაერთხელ დაადანაშაულეს სამოქალაქო უბნებისა და საავადმყოფოების დაბომბვაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)