|
2022-05-31 17:06:03, 1648 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ლუდმილა დენისოვას გადადგომას ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან. გადაწყვეტილებას ხმა უკრაინის 234-მა სახალხო დეპუტატმა მისცა. 30 მაისს დენისოვამ განაცხადა, რომ „უკრაინის პრეზიდენტის აპარატის სახელით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მისი თანამდებობიდან 31 მაისს გათავისუფლების შესახებ”. ომბუდსმენის განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნება მექანიზმი, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. გარდა ამისა, ერთი დღით ადრე, ასევე გავრცელდა ცნობები, რომ დენისოვას მიმართ უნდობლობის გამოსახატავად ხელმოწერები გროვდებოდა. შეგახსენებთ, რომ დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)