|
2022-05-30 22:44:53, 1645 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმოფის მკვლელობის გამჭირვალე გამოძიებას ითხოვს
ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმოფი სევეროდონეცკის მახლობლად გარდაიცვალა. 32 წლის ფოტორეპორტიორი BFM არხისთვის დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს აშუქებდა. ეს იყო მისი მეორე ვიზიტი უკრაინაში. თანამემამულის გარდაცვალება ემანუელ მაკრონმა დაადასტურა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჟურნალისტი ცხელ წერტილში მუშაობდა, რათა მსოფლიოს ეჩვენებინა „ომის რეალობა“. "ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი უკრაინაში იმყოფებოდა ომის რეალობის საჩვენებლად. დახმარების ავტობუსში ის სასიკვდილოდ დაიჭრა რუსეთის ბომბებისგან გაქცეულ სამოქალაქო პირებთან ერთად." - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რომელიც კიევში იმყოფება, ტრაგედიის ღია გამოძიება მოითხოვა. კეტრინ კოლონამ მიუთითა "ორმაგ დანაშაულზე": ჟურნალისტის მკვლელობა და ჰუმანიტარული კოლონა დაბომბვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)