01:12 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 12:40:19, 1324 ნახვა

სამართალი
შსს-მ დააკავა ძმები კაკულიები, რომლებიც შესაძლოა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ორი პირი დააკავა.

შსს-მ „ექსპრესნიუსს“ უდასტურებს, რომ დაკავებული პირები დავით და გუგა კაკულიები არიან, რომლებიც არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ.

ძმები კაკულიები ​დღეს დილით ორთაჭალაში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები შესაძლოა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics