|
2022-05-30 10:19:37, 1357 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი - თანახმა ვართ, უკრაინის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი ვიყოთ
თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი ომის დასრულებისას, დიახ, პოლონეთი თანახმაა,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, პოლონეთის არმია საკმარისად ძლიერი გახდება, რომ რუსების „შეტევის შეეშინდეს.“ „ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება - დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, - განაცხადა დუდამ. გამოცემის ცნობით, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს, თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა შეხედულება ამ საკითხზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)