|
2022-05-28 02:32:32, 1433 ნახვა
სამართალი
რატი ბრეგაძე: №8 დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმშია სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ვიზიტები დაჯავშნონ ონლაინ
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის თქმით, სწორედ ადამიანის უფლებებზე მორგებული ცვლილებების შედეგია მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო საუბრების ლიმიტების შესახებ შესული ცვლილებები. „სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტები, რომლებიც აქვთ პატიმრებს, არ ვრცელდება სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირების შემთხვევებზე. განსხვავებით თქვენი პერიოდისგან, ყველა ეს ზარი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ და ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფო, პირველ რიგში, დაინტერესებულია ადამიანის უფლებების დაცვით", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით იუსტიციის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომელიც, ფაქტობრივად, შეუზღუდავ კავშირს უზრუნველყოფს მსჯავრდებულსა და უფლებადამცველებს შორის. აღნიშნული პროგრამა ამჟამად სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. „ინიციატივის განხორციელების შედეგად პატიმარს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურთან შეეძლება შეუზღუდავად დაკავშირება. აქვე, საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით, შემიძლია, გითხრათ, რომ საპილოტე რეჟიმში უკვე დაინერგა №8 დაწესებულებაში სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი ვიზიტები დაჯავშნონ ონლაინ, დაზოგონ დრო და დაცვის უფლება უფრო ეფექტიანად იყოს რეალიზებული", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)