|
2022-05-26 11:36:14, 2209 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტს, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო, ვაცლავ ჰაველის ჯილდო გადასცეს
პირველი არხის ყოფილმა თანამშრომელმა მარინა ოვსიანიკოვამ, რომელმაც რუსული ტელევიზიის Vremya-ს პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მოაწყო ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა ჯილდო მიიღო. „მინდა ვაცლავ ჰაველის პრემია დავხარჯო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად“, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რაც მე ვთქვი სცენიდან. შეუძლებელია ტირილის გარეშე შეხედო იმ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ახლა კარვებში ცხოვრობენ. ძვირფასო უკრაინელებო, მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ..“,- წერს ჟურნალისტი Twitter-ზე. ოვსიანიკოვამ ჯილდო ოსლოში გამართულ ცერემონიაზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ ჯილდოს მიღებას არ ელოდა. მისივე თქმით, 20 წელიწადში რუსეთში ყველა დამოუკიდებელი მედია განადგურდა და მათ ნაცვლად „ცინიკური პროპაგანდისტულმა მანქანამ" დაიწყო მუშაობა. შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ოვსიანიკოვა Vremya-ს საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში პლაკატზე წარწერით „შეაჩერე ომი, არ დაიჯერო პროპაგანდის, აქ გატყუებენ." შეიჭრა, რის შედეგადაც დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-2 ნაწილით (არაკოორდინირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზება) და 30 ათასი რუბლით დაჯარიმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)