|
2022-05-25 20:27:06, 1465 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის დუმა განიხილავს კანონს სადაც უსაფრთხოების შელახვის მოწოდებისთვის 7 წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული
რუსეთის სახელმწიფო დუმამ განსახილველად მიიღო სამხედრო ოპერაციების შესახებ ორი კანონპროექტი, იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები. პირველის კანონპროექტის ავტორებმა კანონში გაწერეს საომარი მოქმედებების პირობებში მტრის მხარეზე გადასვლა გაიგივდეს სახელმწიფო ღალატთან და დასჯოს 20 წლამდე პატიმრობით. კანონი ასევე სთავთავაზობს პასუხისმგებლობის დაკისრებას რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე საომარ მოქმედებებში თავად რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ „ღალატის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში“. მეორე კანონპროექტი ამკაცრებს პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მოწოდებაზე. მისი მიღების შემთხვევაში სასამართლოს შეეძლება დააკისროს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და 2,5 მილიონი რუბლის (დაახლოებით 42,5 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმა ასეთი გასაჩივრებისთვის დამამძიმებელ გარემოებებში. ვლადიმერ პუტინმა ასევე დაავალა მთავრობას გაზარდოს ანაზღაურება რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)