|
2022-05-23 22:01:02, 1550 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე COP 26 რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში დევიდ მორანს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში კლერ ოლბლესსა და COP 26 (გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენცია) რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში დევიდ მორანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და მთავრობის პოლიტიკას გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ გლაზგოს კონფერენციის მიზნებთან მიმართებაში. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში რესურსების დივერსიფიკაციაზე, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) ათვისების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე აღნიშნა შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული ენერგოეფექტურობის დიდი პოტენციალი და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით ამ პოტენციალის ათვისების მნიშვნელობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემების განვითარების პერსპექტივები საქართველოში, განახლებადი ენერგეტიკის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზები. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის განვითარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე საუბარი იყო ზოგადად ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელოვან როლზე ემისიების შემცირების პროცესში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)