08:44 - 23 May, 2026
|
2022-05-23 16:33:14, 1550 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - გავაფრთხილეთ უნგრეთი, არ დაბლოკოს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება
გავაფრთხილე უნგრეთი, არ დაბლოკოს მცდელობები, რათა დაწესდეს ევროკავშირის მასშტაბით ემბარგო რუსული ნავთობის იმპორტზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. - ამის შესახებ განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. მისივე თქმით, გერმანია მზადაა უნგრეთის გარეშე, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს. "თუ ევროკავშირის პრეზიდენტი იტყვის, რომ 26 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უნგრეთის გარეშე, აპირებს, აირჩიოს ეს გზა და დააწესოს ემბარგო, მე მხარს დავუჭერ. თუმცა, ეს შემოთავაზება ევროკავშირისგან ჯერ არ ყოფილა". - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)