|
2022-05-21 15:36:25, 1938 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიის საგარეო - საერთაშორისო დიალოგის ყველა პლატფორმიდან მოსკოვის გამორიცხვა არასწორი იქნებოდა
რუსეთის ფედერაციის გამორიცხვას ყველა საერთაშორისო დიალოგიდან არასწორი იქნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, რუსეთის გამორიცხვა სახელმწიფოებს შორის დიალოგს შეუძლებელს გახდის. ამასთან ქვეყნებს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, უნდა შეეძლოთ დიალოგი, ამიტომ საერთაშორისო პლატფორმებიდან ვინმეს გამორიცხვა დიპლომატიის საფრთხედ იქცევა. „არასწორი იქნებოდა მოსკოვის გამორიცხვა საერთაშორისო დიალოგის ყველა პლატფორმიდან... ავსტრია ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელმაც იცოდა როგორ ელაპარაკო ყველასთან. ვენა არის გაეროს ადგილსამყოფელი - ერთადერთი ევროკავშირში. ეუთო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა რუსებთან და ბელორუსებთან კონტაქტებისთვის, ჩვენი მოლოდინები დაბალი იყო, მაგრამ თუ არის შესაძლებლობა ლიდერთან პირისპირ ვისაუბროთ ომის დანაშაულებებზე, საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, მაშინ ღირს ცდა“.- განაცხადა შალენბერგმა. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ავსტრია ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და არა პოლიტიკურს. შესაბამისად, ქვეყანა მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მანამდე ავსტრიამ მხარი დაუჭირა სანქციების წინა ხუთ პაკეტს, გარდა ამისა ავსტრიამ ასევე ულტიმატუმი წაუყენა რუსულ გაზპრომს და გამოაცხადა, რომ წაართმევდა მიწისქვეშა საწყობებს ზალცბურგში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)