|
2022-05-17 12:48:07, 1007 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნ ლინდემ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. ეს ქმედება აღნიშნავს სტოკჰოლმის ოფიციალურ ნაბიჯს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისკენ, რაც ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტს დაასრულებს. პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ამ ნაბიჯს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში ისტორიული ცვლილება უწოდა. "ძალიან დიდი, ძალიან სერიოზული შეგრძნებაა და თითქოს მივედით დასკვნამდე, რომელიც საუკეთესოა შვედეთისთვის. ჩვენ არ ვიცით რამდენი დრო დასჭირდება, მაგრამ ვიანგარიშებთ, რომ შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს. ახლა, ამ კვირაში, ეს განცხადება ფინეთთან ერთად შემოვა დაახლოებით ერთ დღეში, შემდეგ კი მას ნატო განიხილავს“,- განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი კვირას გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)