|
2022-05-15 14:03:48, 1396 ნახვა
მსოფლიო
„არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს“ - დიდი შვიდეული განცხადებას ავრცელებს
"ჩვენ, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები, მტკიცენი ვართ სოლიდარობაში და მხარს ვუჭერთ უკრაინას, რუსეთის გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და აგრესიული ომის წინააღმდეგ",- ამის შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. დიდმა შვიდეულმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და აირჩიოს საკუთარი მომავალი. "ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუპირისპირებლად დაასრულოს დაწყებული ომი და დაასრულოს ის ტრაგიკული ტანჯვა და ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც იწვევს. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ბელარუსმა შეწყვიტოს რუსეთის აგრესია და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდება, ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტში და პარიზის ქარტიაში და მოუწევს პასუცი აგოს შედეგებზე. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს. დიდი შვიდეული გააგრძელებს ჩართულობას უკრაინის, მათ შორის ყირიმის და ყველა სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ჩვენ ვგმობთ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების უპასუხისმგებლო მუქარას",- ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)