08:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 17:10:23, 2315 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სენატის წარმომადგენლებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სენატის წარმომადგენელს რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მიტჩელ მაკკონელის ხელმძღვანელობით შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზელენსკიმ თქმით, ასეთი ვიზიტი, უპირველეს ყოვლისა, არის აშშ-ს კონგრესის მხრიდან ქვეყნის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი.

«მადლობა თქვენი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც გვეხმარება ბრძოლაში არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სენატი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით დაფინანსების პაკეტს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც უკვე განიხილება წარმომადგენელთა პალატაში და გაიზარდა $33 მილიარდიდან 39,6 მილიარდ დოლარამდე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ს სენატში შევიდა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. პროცესი ინიცირებული იყო დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემის მიერ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics