|
2022-05-13 16:43:40, 1250 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში მყოფ ალინა კაბაევას სანქციებს უწესებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას, მათ შორის მის ყოფილ მეუღლესა და სავარაუდო მეგობარ ქალს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი სანქციები რუსეთის პრეზიდენტის „ჩრდილოვანი ქსელის “ დასუსტებას ისახავს მიზნად. "ჩვენ ვამხელთ ბუნდოვან ქსელს, რომელიც მხარს უჭერს პუტინის მდიდრულ ცხოვრების წესს და აძლიერებს მანკიერებებს მის ახლო წრეში. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას ყველასთვის, ვინც ეხმარება და ხელს უწყობს პუტინის აგრესიას, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს", - ნათქვამია განცხადებაში. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის ოფიციალური ქონება მოკრძალებულია და მისი ცხოვრების წესი „ ოჯახის, მეგობრებისა და ელიტის ჯგუფის მიერ ფინანსდება“. დიდი ბრიტანეთის სანქციების სია ახლა მოიცავს 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 კომპანიას. სანქცირებულთა სიაში, რუსეთის ლიდერის ბიძაშვილი მიხაილ შელომოვიც მოხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)