|
2022-05-12 15:39:50, 1116 ნახვა
მსოფლიო
26 მაისიდან ევროპის აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავით გამგზავრებას, 26 მაისიდან აეროპორტებში და ფრენების დროს პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ. ამის შესახებ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მიერ გამოქვეყნებული განცხადებაშია ნათქვამი. EASA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ კიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია, როგორც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მგზავრებისა და ეკიპაჟების საჰაერო მგზავრობის ნორმალიზაციის საქმეში. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრები უნდა მოიქცნენ პასუხისმგებლობით და ასევე პატივი სცენ გარშემომყოფთა არჩევანს. „შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც მთლიანობაში შეესაბამება ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პატრიკ კიმ. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრმა, რომელიც ახველებს და აცემინებს, უნდა ატაროს ნიღაბი ახლოს მჯდომთა დასამშვიდებლად. ”მიუხედავად იმისა, რომ რისკები რჩება, ჩვენ დავინახეთ, რომ არაფარმაცევტულმა ჩარევებმა და ვაქცინებმა საშუალება მისცა ჩვენს ცხოვრებას ნორმალურად დავუბრუნდეთ”, - დასძინა მან. ცნობისთვის, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააუქმა კორონავირუსისა და მისი ახალი ვარიანტების გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა, რათა კიდევ უფრო ხელი შეუწყოს მოგზაურობის პროცესს და დაეხმაროს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)