|
2022-05-12 13:40:03, 963 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩზე საღებავის შესხმის შემდეგ, მოსკოვში პოლონეთის საელჩო წითლად შეღებეს
რუსეთის ელჩზე სერგეი ანდრეევზე საღებავის შესხმის შემდეგ, უცნობმა პირებმა მოსკოვში პოლონეთის საელჩოს აბრას წითელი საღებავი გადაასხეს. ამის შესახებ ინფორმაციას " რია ნოვოსტი" ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, ლუკაშ იაშინამ მომხდარს "ხულიგნური ქმედება" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ "დამნაშავებს გამოავლენენ". ამ დროისთვის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 9 მაისს რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი მივიდა ვარშავაში, რათს საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეემკო. სასაფლაოზე ანდრეევი აგრესიულმა პოლონელებმა და უკრაინელებმა „დაბლოკეს“, რომლებიც შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს ყვიროდნენ, შემდეგ კი წითელი საღებავი შეასხეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელზე თავდასხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)