07:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 16:58:33, 962 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა და შვედეთმა სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს

დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს.

უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება  ასევე გულისხმობს დაზვერვისა და სამხედრო კუთხით ერთობლივ წვრთნებს.ორივე მხარემ განაცხადა, რომ თანამშრომლობა "კიდევ უფრო მნიშვნელოვანი" უკრაინის ომის გათვალისწინებით გახდა.

„თუ შვედეთს თავს დაესხმებიან და დახმარებისთბის ჩვენ მოგვმართავს, მაშინ ჩვენ მას დავეხმარებით“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ერთობლივ კონფერენციაზე.

ბორის ჯონსონი შვედეთსა და ფინეთში ვიზიტით იმყოფება, რათა ქვეყნებთან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი ვითარება განიხილოს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა "იკვლევს ყველა შესაძლო ვარიანტს და ნატო არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მაგიდაზე არსებობს".

ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა გაიზარდა როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ორივე ქვეყანას სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარების ხანგრძლივი ისტორია აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics