07:39 - 23 May, 2026
|
2022-05-11 15:39:09, 1173 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები ბულგარეთს თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის
შეერთებული შტატები ბულგარეთს თხევად ბუნებრივ აირს ივნისის თვიდან მიაწვდის. ამის შესახებ ვაშინგტონში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ამერიკის მთავრობის განცხადებით ბულგარეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება რუსულ გაზპრომზე დაბალ ფასად მოხდება. „თხევადი ბუნებრივი აირის რეალური მიწოდება ბულგარეთში გაზპრომისზე დაბალი ფასებით შეთანხმებულია ივნისიდან“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. 27 აპრილს გაზპრომმა შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს საფასურის რუბლით გადახდაზე უარის თქმის გამო. ბულგარეთი წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 90%-ზე მეტი რუსეთიდან იმპორტირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)