|
2022-05-11 11:49:06, 1174 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - გემი „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ, რუსულმა საზღვაო ძალებმა უკან დაიხიეს
უკრაინამ ბაირაქტარის დრონებით წარმატებით შეუტია რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დახვერვის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსულმა საზღვაო ძალებმა გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული. ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აცხადებს, რომ ზმეინის კუნძულზე ბრძოლები გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს გაზარდოს ძალები და დაიბრუნოს კონტროლი. მათივე შეფასებით, თუ რუსეთი ზმეინის კუნძულზე სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის ძალებსა და სასაზღვრო ფრთოსანი რაკეტებს მოაბილიზებს, მან შესაძლოა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპირატესობა მოიპოვოს. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა Bayraktar TB2-მა სერნას პროექტის რუსული სადესანტო ხომალდი ოკუპირებული ზმეინის კუნძულის სანაპიროზე თავდასხმის შედეგად გაანადგურა. იქამდე კი, 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)