12:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 10:21:44, 1820 ნახვა

ომი უკრაინაში
ბელარუსი უკრაინის სამხრეთ საზღვართან სპეციალურ ძალებს განათავსებს

ბელარუსი უკრაინის სამხრეთ საზღვართან სპეციალურ ძალებს განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბის უფროსი, ვიქტორ გულევიჩი ავრცელებს. 

გენერალური შტაბის უფროსის თქმით, სპეციალური ძალების ქვედანაყოფები სამი ტაქტიკური მიმართულებით განლაგდება.ოფიციალური მიზეზი უკრაინელების მიერ ბელარუსის საზღვართან 20 000 კაციანი ჯარის შექმნაა, რასაც ბელარუსისგან „პასუხი სჭირდება".

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოპერაციულ ზონაში შექმნილია ჯგუფი, 20 000-მდე ადამიანის საერთო რაოდენობით, რაც ჩვენგან საპასუხო რეაქციას მოითხოვს. ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  სპეცოპერაციების ქვედანაყოფები განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით,"- აცხადებს გულევიჩი.

 როგორც ცნობილია,რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ, ბელორუსმა მარტში განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ომში არ მონაწილეობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics