|
2022-05-10 16:45:40, 1066 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭეროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
როცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ, უნგრეთი მხარს დაუჭერს მას,- ამის შესახებ უნგრეთის ელჩმა უკრაინაში იშტვან იჯარტომ ტელეკომპანია Espresso-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბუდაპეშტი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის ფონზე და უკრაინელი სამხედროების მკურნალობაში დაეხმარება. „მე ასევე ვთავაზობ მომავალზე ვიფიქროთ. უკრაინას ახლა უჭირს საქონლის ექსპორტის ტრანსპორტირება, რადგან, მოგეხსენებათ, ოკუპაციის გამო ბევრი საზღვაო პორტი მიუწვდომელია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებაში. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ და ჩვენ სრულად მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა დიპლომატმა. გარდა ამისა, უნგრეთის ელჩის განცხადებით უკრაინისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებია. „ახლა სრულად ვართ ორიენტირებული, ამ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერაზე“, - დასძინა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი მხარს არ უჭერს უკრაინის თავზე ცის დახურვას, უარს ამბობს ტერიტორიის მიცემაზე უკრაინაში სამხედრო დახმარების გადაცემისთვის და ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)