|
2022-05-10 10:41:28, 1812 ნახვა
მსოფლიო
პულიცერის პრემიის კომიტეტმა უკრაინელ ჟურნალისტებს სპეციალური ჯილდო გადასცა
უკრაინელმა ჟურნალისტებმა პულიცერის პრემიის კომიტეტისგან სპეციალური ჯილდო მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას თავად კომიტეტი ავრცელებს. კომიტეტს ჟურნალისტების კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია. პულიცერის პრემიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტები მათი გამბედაობის, გამძლეობისა და მოვლენების ობექტურად გაშუქების ერთგულებისთვის დაჯილდოვდნენ, რომელსაც ისი იჩენდნენ ვლადიმერ პუტინის დაუნდობელი შეჭრის დროს, მათ ქვეყანაში და მისი პროპაგანდისტული ომის დროს რუსეთში. „მიუხედავად დაბომბვის, გატაცებებისა, ოკუპაციისა და მათ რიგებში დაღუპვის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ მცდელობას, წარმოედგინათ საშინელი რეალობის ზუსტი სურათი, პატივი სცენ უკრაინას და ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში,“ - აღნიშნულია პულიცერის პრემიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომს უკვე არარერთი ჟურნალისტის, მათ შორის უცხოური მედიის წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)