|
2022-05-09 23:30:38, 1853 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის სესხის იჯარის აქტს, ლენდ-ლიზს უკრაინისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის სესხის იჯარის აქტს, ლენდ-ლიზს უკრაინისთვის. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. სახელმწიფო პროგრამის, ლენდ-ლიზის (Lend-Lease - სესხი-იჯარა) ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტით აშშ შეძლებს ნებისმიერი (საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებული) იარაღი და სხვა ტექნიკური თუ დამხმარე საშუალებები მიაწოდოს უკრაინას. დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს ანიჭებს გაფართოებულ უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება კიევთან და შეიარაღება თუ სხვა სახის დახმარება მიაწოდოს სწრაფად, ბიუროკრატიისა და, შესაძლებელია, საბაჟო რეგულაციების გვერდის ავლითაც. ასევე კანონპროექტით, მიმწოდებელ სახელმწიფოს უფლება აქვს, რომ გადარჩენილი ტექნიკა, ომის შემდეგ უკან წაიღოს, მაგრამ ეს პირობა არ არის სავალდებულო. 1941-45 წლებში, საბჭოთა კავშირმა ლენდ-ლიზით მიიღო - 4.5 მილიონი ტონა სასურსათო პროდუქცია, 15.5 მილიონი წყვილი სამხედრო ფეხსაცმელი, 8 ათასზე მეტი ტრაქტორი, 2.5 მილიონი ტელეფონი, 1.5 მილიონი პლედი და თითქმის 300 მილიონი ღილიც კი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)