|
2022-05-09 12:03:25, 1116 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - დასავლეთი ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის ემზადებოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი „ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის“. რუსეთის მმართველმა გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში იყო დაძაბულობა ევროპის სხვა ქვეყნებთან და ნატოსთან. "რუსეთმა მოითხოვა ევროპას ეპოვა სამართლიანი კომპრომისი, მაგრამ მათ არ სურდათ ჩვენი მოსმენა ისინი ამზადებდნენ სადამსჯელო ოპერაციას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში.კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი მიეღოთ და ნატო-მ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შეერთება და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. ყველაფერი გვეუბნებოდა, რომ საჭიროა ბრძოლა."- განაცხადა პუტინმა. პუტინი აგრძელებს თავის გამოსვლას და ამბობს, რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში - რასაც კრემლი უწოდებს შეჭრას - აუცილებელი და "დროული" ღონისძიება იყო.მისი თქმით, ეს იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის "სწორი გადაწყვეტილება".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)