|
2022-05-09 11:14:45, 1090 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელარუსს 250 მილიონი ფუნტის ღირებულების პროდუქტის ექსპორტი აუკრძალა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელარუსს, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული იმპორტისა და ექსპორტის სანქციები ჯამში 4 მილიარდი ფუნტ სტერლინგის ღირებულების საქონელს მოიცავს. ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ახალი იმპორტის ტარიფები გავრცელდება პლატინისა და პალადიუმის შემცველ საქონელზე.ლითონები მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების ნაწილების დასამზადებლად გამოიყენება . „ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩავარდეს პუტინის მიზნები უკრაინაში და ძირი გამოუთხაროს მის უკანონო შეჭრას, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსულ ქმედებებს ახორციელებს.სანქციების ეს შორსმიმავალი პაკეტი დამატებით ზიანს მიაყენებს რუსეთის სამხედრო მანქანას,"-განაცხადა საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა ანა-მარი ტრეველიანმა. სანქციების თანახმად, რუსეთში ისეთი პროდუქტების ექსპორტი აიკრძალება, როგორებიცაა ქიმიკატები, პლასტმასა, რეზინი და მექანიკის დეტალები, რომელთა საერთო ღირებულება 250 მილიონი ფუტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)