|
2022-05-08 19:14:11, 2398 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი - ჩვენს ქვეყანას არავის დაპყრობა არ სურს
რუსეთის პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთს არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს, რადგან იგი "თვითკმარი სახელმწიფოა". პატრიარქი თვლის, რომ მსოფლიოს სხვა მდიდარი ქვეყნები სუსტი და უმწეო სახელმწიფოების ეკონომიკურ ოკუპაციას ახდენენ. "რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არ სურს არავის დაპყრობა და ოკუპაცია, არ სურს ვინმესგან რესურსების მიღება, როგორც ამას მსოფლიოს მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა აკეთებს - სუსტი და უმწეო ქვეყნების ეკონომიკურად ოკუპაციას ახდენენ. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი, ჩვენ თვითკმარი სახელმწიფო ვართ, მაგრამ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ -ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა მსოფლიოს ძალაუფლების ცენტრებისგან.უნდა გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა, სულიერიც და მატერიალურიც, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. ჩემი სიტყვები არ არის ის, რისი დახასიათებაც ჩვენს ოპონენტებს სურთ როგორც "პატრიარქის კიდევ ერთი მილიტარისტული გამოსვლა". ეს ყველაფერი სისულელეა,"- განაცხადა კირილმა. როგორც ცნობილია, ევროკომისია პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)