|
2022-05-08 17:04:13, 2035 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენას ცდილობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის მიერ, უკრაინიდან მოპარული, მარცვლეულის შეძენას ცდილობს. პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსი სამხედროები დიდი რაოდენობით მარცვლეულს იპარავენ უკრაინელი მოქალაქეებისგან. „არ მინდა დავასახელო კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან აწყობენ გარიგებებს ჩვენი მარცვლეულის რუსეთიდან შესაძენად. თუ ისინი ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გეტყვით.” - განუცხადა ზელენსკიმ Fox News-ს შეგახსენებთ, რომ უკრაინის პორტებში თითქმის ოთხნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, რადგან რუსეთის შეჭრის შემდეგ, საზღვაო გზები დაკეტილია და პროდუქციის ექსპორტი შეუძლებელია, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა, მარტინ ფრიკმა განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)