|
2022-05-08 13:33:39, 1209 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ყოფილი გენმდივანი - ფინეთი და შვედეთი ნატოში უნდა გაწევრიანდნენ, სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული
შვედეთმა და ფინეთმა არ უნდა გადადონ ნატოში გაწევრიანება, ეს ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ალიანსს, სანამ პუტინი ომშია უკრაინასთან, - ეს აზრი გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა CNBS-სთვის მიცემულ კომენტარში გამოთქვა. მისი თქმით, ახლა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ვერ შეუშლის ხელს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან უკრაინასთან ომშია ჩართული. "რაც შეეხება ფინეთს და შვედეთს, ვფიქრობ, რომ [ამ ორ] ქვეყანას აქვს [ნატოს] გაწევრიანების შესაძლებლობა ახლავე, რადგან პუტინი სხვაგან არის დაკავებული. მას არაფერი შეუძლია ამის გაკეთება", - თქვა რასმუსენმა. ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გადაუდებელი პროცედურა იქნება, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი, პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება. „ამას რამდენიმე თვე დასჭირდება, ამ დროის განმავლობაში როგორც ფინეთი, ისე შვედეთი შესაძლოა აღმოჩნდნენ რუსეთის დაშინების ან თუნდაც მუქარის წინაშე და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება ისე, თითქოს ისინი უკვე ნატოს წევრები იყვნენ“, - თქვა რასმუსენმა. გადაწყვეტილება ნატოში რატიფიცირებამდე 30 პარლამენტმა უნდა გაიაროს. The Times-ის ცნობით , ორივე ქვეყანა აპირებს ალიანსს მომავალ ზაფხულს შეუერთდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)