|
2015-02-04 20:14:37, 2489 ნახვა
სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის უფროსის მოადგილე იმყოფება
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის, J5/8 დეპარტამენტის დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ქევინ მაკნილი იმყოფება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ ქევინ მაკნილს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა დ აშშ-ის შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას კიბერუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, გიორგი ბეროშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ. ამერიკელმა გენერალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაზეც ისაუბრა, ქართველი ჯარისკაცების წვლილი და მათი პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, ყურადღება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობასა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)