|
2022-05-06 12:42:25, 929 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინს რუსეთში „ვიკიპედიის“ ანალოგის შექმნა სურს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ინიციატივა „ვიკიპედიისთვის“ რუსული ალტერნატივის შექმნის შესახებ. პუტინი, არ არის კმაყოფილი ვიკიპედიაში განთავსებული „ინფორმაციის ხარისხით“ . მან ამის შესახებ პროპაგანდისტული საზოგადოება "ცოდნის" აღმასრულებელ დირექტორთან მაქსიმ დრევალთან ისაუბრა. როგორც Meduza იუწყება, რუსეთს არაერთხელ სურდა ონლაინ ენციკლოპედიის დაბლოკვა. კომპანიამ რუსეთის მასშტაბით უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ შეწყვიტა, რის გამოც დაჯარიმდა. „რა თქმა უნდა, ობიექტური, მნიშვნელოვანი, სიღრმისეული და თუნდაც ლამაზად, ნიჭიერად წარმოდგენილი ინფორმაცია ძალიან მოთხოვნადია, თუმცა ვიკიპედიის გამოყენება შეუძლებელია.ჩვენ ვიცით ამ ინფორმაციის ხარისხი.“, - განაცხადა პუტინმა. ამის საპასუხოდ დრევალმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრები, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, გარკვეულ მონაცემთა ბაზას ქმნიან, ალტერნატიული რუსული ვიკიპედიის შესაქმნელად. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ვიკიპედიის წინააღმდეგ ერთდროულად ორი სარჩელი აღიძრა. Roskomnadzor იყო პირველი, ვინც რუსეთ- უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის დაბლოკვა მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)