|
2022-05-05 22:26:39, 1255 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - უკრაინის ხელისუფლებამ აზოვსტალის მცველებს დანებება უნდა უბრძანოს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის პრემიერმინისტ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, რია ნოვოსტი ავრცელებს. მათივე თქმით, პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უბრძანოს მის მებრძოლებს, რომლებიც აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, დაყარონ იარაღი და დანებდნენ. "რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ ბოევიკებს, კიევის ხელისუფლებამ უნდა მისცეს მათ იარაღის დაყრის ბრძანება".- ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)