|
2022-05-05 18:31:14, 1187 ნახვა
მსოფლიო
გერმანია იწყებს თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობას, რადგან გახდეს რუსული გაზისგან დამოუკიდებელი
დავიწყეთ პირველი მცურავი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები ვილჰელმშევენში. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანია ავრცელებს. მათივე თქმით, მშენებლობა არის ქვეყნის ძალისხმევის ნაწილი, გახდეს რუსული გაზისგან დამოუკიდებელი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. „ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, გავაკეთოთ ის, რაც რეალურად ჩვეულებრივ შეუძლებელია გერმანიაში: ავაშენოთ LNG ტერმინალი დაახლოებით 10 თვეში და დავუკავშიროთ იგი გერმანიის გაზმომარაგებას“, - თქვა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)