|
2022-05-05 16:06:24, 1297 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო აცხადებს, რომ არ ელოდა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ Associated Press-თან ინტერვიუში „დაიცვა“ რუსეთი და აღნიშნა, რომ არ ელოდა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ლუკაშენკომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის და მისი ქვეყანა მშვიდობის მომხრეა და არაერთხელ მოუწოდა რუსეთს ომის დასრულებისკენ და ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგაც გამოვიდა. „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. თქვენი მორჩილი მსახურის, ანუ ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო“, - განაცხადა ლუკაშენკომ. გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინი არ ეძებს ნატო-სთან პირდაპირ კონფლიქტს და დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს არ მოხდეს. ომისადმი ლუკაშენკოს მხარდაჭერამ გამოიწვია საერთაშორისო კრიტიკა და სანქციები მინსკის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)