|
2022-05-04 11:12:43, 1473 ნახვა
მსოფლიო
რუსულმა თვითმფრინავმა ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცე დაარღვია
გერმანულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი დააკავეს, როდესაც ის ბალტიის ზღვიდან გერმანიის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა. ამის შესახებ გაზეთი Bild იტყობინება. მედიის ცნობით, რუსული ჯაშუშური თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვის კუნძულ რუგენის მახლობლად იმყოფებოდა, რამაც გერმანიის საჰაერო ძალების განგაში გამოიწვია. საპასუხოდ, ორი Eurofighter ლააგეს საჰაერო ბაზიდან აფრინდა, რათა რუსული თვითმფრინავი საჰაერო სივრციდან გაეყვანა. "რუსული Il-20 Kut-A (დაზვერვის თვითმფრინავი) ჩვენი სწრაფი რეაგირების სამსახურმა (QRA) დააკავა ბალტიის ზღვის თავზე, ორი ევროფაიტერი ლააგიდან აფრინდა,''- ამის შესახებ ნატოში გერმანული ძალების წარმომადგენლობა Twitter-ზე იტყობინება . შეგახსენებთ, რომ რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა AN-30 დანიისა და შვედეთის საჰაერო საზღვრები დაარღვია . ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსეთის ელჩები კოპენჰაგენსა და სტოკჰოლმში გამოიძახეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)